მამაცმა ბიჭმა ზვიგენი გადაარჩინა

არის რაღაცეები, რაზეც ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს. არც ისე ბევრი ადამიანია ჩვენს შორის, ვინც ფიქრობს, რომ ზვიგენს სიკვდილისგან იხსნის, თუმცა ორი ფლორიდელი ძმის ერთი მშვენიერი დღე სწორედ ასეთი მოულოდნელობით დაიწყო.

ძმები დესტინის სანაპიროზე ისვენებდნენ, როდესაც ატლანტის ოკეანეში ცურვისას ტრამვირებული ზვიგენი შენიშნეს. ერთ-ერთმა ძმამ სიმამაცე გამოიჩინა და ზვიგენს ჩაეჭიდა და სანაპიროსკენ წამოიყვანა.

"დამსვენებლები ჯერ კიდევ წყალში იყვნენ, როდესაც ჩემმა ძმამ ჩაქუჩთავა ზვიგენს ხელები შემოაჭდო და ნაპირისკენ წამოიყვანა, თავიდან ყველანი ძალიან შეშინდნენ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ ჩვენ კი არ ვიყავით დაზარალებულები, უბრალოდ დაზარალებული ზვიგენის გადარჩენას ვგეგმავდით, ჩვენს გარშემო მოგროვდნენ" - ყვება ერთ-ერთი ძმა თავის YouTube-ზე, აღნიშნული ვიდეოც მას ეკუთვნის.

ზვიგენს პირი ჰქონდა დაშავებული თევზსაჭერი მავთულხლართით, მისი დიდი ნაწილი კი თავზე ჰქონდა მოხვეული. მამაცმა ძმამ ჩაქუჩთავა საკუთარი ხელებით გაანთავისუფლა, გარშემო ადამიანები ზვიგენს წყალს ასხავდნენ, განთავისუფლებული ზვიგენი ბედნიერი გაიჭრა ოკეანეში.

14 ივლისი ზვიგენების შესახებ სიმართლის გაგების დღე იყო, მათზე უამრავი მითი ვრცელდება. ეს ვიდეო იმის დასტურია, რომ ზვიგენები არც ისეთი საშიშნი არიან, როგორც გვეუბნებიან და მათთვის დახმარების აღმოჩენა ნებისმიერ მოხერხებულ და კეთილ ადამიანს შეუძლია.