ქართველი სპორტსმენი მათე ვაწაძე დანიის სუპერლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

საქართველოს ნაკრებს და დანიის "ორჰუსს" ერთი თავდამსმხელი აერთიანებს, რომელიც დანიაში გამართული ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

26 წლის მათე ვაწაძემ აღიარება გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოიპოვა. ქართველმა ფეხმბურთელმა ქომაგთა ხმების 50 პროცენტი მიიღო და 7 პროცენტით აჯობა მეორეადგილზე გასულ რასმუს ფელკს. მესამე ადგილზე პიონე სისტო გავიდა.

შეგახსენებთ, ვაწაძემ დუბლი შეუსრულა "ბრონდბიუს", რისი წყალობითაც მისმა კლუბმა "ორჰუსმა" დანიური ფეხბურთის ერთ-ერთ მოწინავე კლუბს საშინაო მატჩი 2:1 მოუგო.

წყარო: ინტერპრესნიუსი.