ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე Wendy's და Dunkin' Donuts გაიხსნა

ბურგერების, ფრის და დონატების მოყვარულებმა, შეგიძლიათ საქართველოში მოგზაურობის დროსაც ისიამოვნოთ თქვენი საყვარელი სურსათით, რადგან WISSOL PETROLEUM GEORGIA ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე Wendy's და Dunkin' Donuts-ის ფილიალებს ხსნის.

"ვენდისა" და "დანკინ დონატსის" რესტორნები დღეს გაიხსნება. მაგისტრალზე არსებული "ვისოლ ჯგუფის" მულტიფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი უკვე მომსახურების 8 ობიექტს მოიცავს:

  • "ვისოლის" ავტო და გაზგასამართი სადგურები;
  • "ვიანორის" ავტომომსახურების ცენტრი;
  • სუპერმარკეტი "სმარტი";
  • "სმარტ კაფე";
  • "ვენდისი";
  • სათამაშო ზონა "ვენდისში";
  • "დანკინ დონატსი";
  • სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო კუთხე.

კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.

Wendy's და Dunkin' Donuts-ში 50-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. კომპანიამ მომხმარებლებს საინტერესო აქციებიც შესთავაზა: თხილის ყავას და "რინგ დონატს" Dunkin' Donuts-ის სტუმრები მხოლოდ 3 ლარად მიიღებენ ხოლო Wendy's-ში მისულ სტუმრებს "ბეკონატორისა" და "ჯუნიორ ბეკონატორის" კომბო მხოლოდ ბურგერის ფასად დახვდება.