წაბლისფერი კვიცი, რომელიც სხეულზე გამოსახული ცხენის თეთრი სილუეტით დაიბადა

ეს წაბლისფერი კვიცი ინგლისში დაიბადა, მას "და ვინჩი" მისი განსაკუთრებული შესახედაობის გამო დაარქვეს. "და ვინჩს" ფაფართან  თეთრი ფერის ცხენის სილუეტი აქვს მოხატული. ისეთი შესახედავია, თითქოს ერთ ცხენში ორი ცხენია გაერთიანებული.

ცხენის პატრონი Wendy Bulmer-ის თქმით, მან ცხენი იყიდა, მაგრა არ იცოდა, რომ ის მაკედ იყო. შემდეგ კი "და ვინჩი" დაიბადა. წაბლისფერ ცხენებს აქვთ ხოლმე ლაქები, მაგრამ, როგორც წესი, ისინი კონკრეტული ფორმის არ არიან.