თბილისის ზღვაზე ოლიმპიური სოფელი გაიხსნა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის Tbilisi 2015-ის ფარგლებში, ქალაქში უამრავი სასიამოვნო ღონისძიება და სიახლეა. დღეს, თბილისის ზღვაზე ოლიმპიური სოფელი გაიხსნა. 

ოლიმპიური სოფლის ხელმძღვანელი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი იქნება. ათლეტების დასახლებაში 4 ათასამდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი იცხოვრებს, ხოლო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, 8 კორპუსი დევნილებს უსასყიდლოდ გადაეცემათ.

გთავაზობთ ოლიმპიადის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალს:

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" თბილისში 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის მსვლელობის დროს, საქართველოს 13-დან 18 წლამდე ასაკის 4 ათასამდე სპორტსმენი ევროპის 50 ქვეყნიდან ეწვევა. საერთო სტუმრების რაოდენობა კი 10 ათასს მიაღწევს.