ფიზიკა კალათბურთის ბურთის საოცარი ტრიუკის მიღმა

წარმოიდგინეთ პატარა თამაში: მეგობრებთან ერთად მიდიხართ ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ადიხართ 126 მეტრის სიმაღლეზე და იქედან კალათბურთის ბურთს აგდებთ, რა დაემართება ბურთს? პასუხი აშკარაა - ის ძირს დაეცემა. თუმცა, რა მოხდება თუკი ძირს გადაგდებამდე მას ცოტათი დააბზრიალებთ? ამ შემთხვევაში თქვემ წინასგან განსხვავებულ სანახაობა გელით.

ვიდეოში, რომელიც YouTube-ზე 1 დღის წინ Veritasium-მა ატვირთა, ჩვენ ექსპერიმენტის მოულოდნელი შედეგი ვნახეთ:

მოვლენა ჰაერის გამო ხდება. თუ ის ბურთს ბრუნვის წინა მხრიდან ხვდება, მაშინ ბურთი ვარდნის დროს იგივე მიმართულებას მიჰყვება, რომელ მხარესაც თავად ტრიალებს. თუმცა, როდესაც ჰაერი მეორე მხრიდან უბერავს, მაშინ ბურთი ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით გაქროლდება და ისე ჩავარდება ქვემოთ.