საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები IMAX-ისთვის დოკუმენტურ ფილმს იღებენ

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომუშავე ასტრონავტები ახალ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობენ და გადაღებების ერთი მესამედი უკვე დაასრულეს კიდეც. 

ტონი მაიერსი რეჟისორია, რომელმაც  IMAX-ისთვის "Hubble 3D," "Space Station 3D" და სხვა კოსმოსური დოკუმენტური ფილმები შექმნა.  ამჯერად, მაიერსი, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასტრონავტებთან ერთად, დოკუმენტურ ფილმს დედამიწის შესახებ იღებს. ფილმი "იდეალური პლანეტა" IMAX-ის, Walt Disney Studios-ა და NASA-ს თანამშრომლობით იქმნება. 

სადგურზე მომუშავე ხუთმა ასტრონავტმა კამერასთან სამუშაოდ სპეციალური ტრეინინგი გაიარეს. 

ფილმი დედამიწის და კაცობრიობის მომავლის შესახებ იქნება, როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე ან სხვაგან. "იდეალური პლანეტა" IMAX-ის ეკრანებზე შემდეგ წელს გამოვა.