"ქუჩის პიანინო" - მოხატული ინსტრუმენტები ბათუმის ქუჩებში

Heat Batumi 2015 წლის პროექტია, რომელიც საზაფხულო სეზონზე ბათუმში უამრავ გასართობ ღონისძიებას უწევს ორგანიზებას.

პროექტის ორგანიზატორებმა ახალი აქციის "ქუჩის პიანინოს" ფარგლებში, ბათუმში ათ ადგილას პიანინოები მიიტანეს და ნიჭიერ მხატვრებთან და ბათუმის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად მოხატეს. ინსტრუმენტები 15 სექტემბრამდე ქუჩებში იქნება და მასზე დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ფერადი ინსტრუმენტები ქალაქის ათ უბანს ახალისებს:

  • ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია;
  • პიაცა;
  • ერას მოედანი - რესტორან BK-ის მიმდებარე ტერიტორია;
  • სექტორი 36-37 – რესტორანი სანრემოსკენ;
  • კოლონადების უკან, პალმასთან;
  • "თეიქ 5"-ის მიმდებარე მოედანი;
  • გრილთაუნის ტერასა - მიმდებარე ტერიტორია;
  • შოთა რუსთაველის სკვერში გარდენის მიმდებარე ტერიტორია;
  • კაფე ფან-ფანის მიმდებარე ტერიტორიაზე ბულვარის სკვერში, ქანდაკება გულთან;
  • სექტორი 22-23 - საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია.

"ქუჩის პიანინო - საინტერესო ახალი პროექტი, რომელიც ჰით ბათუმის შემსრულებლების დღეებთან პარალელურად იხსნება, მთელი ზაფხული აქტიური დარჩება და მოუწოდებს ყველას... დაუკრან" - წერს Heat Batumi საკუთარ YouTube-ის გვერდზე.

6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით "ჰით ბათუმი".