სალსას საღამო და უფასო ცეკვის მასტერკლასები ღია ცის ქვეშ

თბილისში ღია ცის ქვეშ ლათინური ცეკვების საღამოები გრძელდება. ცეკვის აკადემიის Salsa Caliente Tbilisi-ს და საქართველოს სოციალური ცეკვების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 18 ივლისს ლათინური სალსას საღამო ჩატარდება. ღონისძიება მთაწმინდის პარკში 17:30-დან დაიწყება. 

ორგანიზატორები ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ცეკვის ანიმაციებს პირდებიან და საცეკვაოდ იწვევენ. პროფესიონალი მოცეკვავეები შეასრულებენ სალსას, ბაჩატას და კიზომბას, შეკრებილ საზოგადოებას კი უფასო მასტერკლასებს ჩაუტარებენ.

Salsa Open Air ღამის 11 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. 

11 ივლისს, ღია ცის ქვეშ ლათინური სოციალური ცეკვების საღამო თბილისში პირველად გაიმართა.