ახალი კვლევა ნათელყოფს, რომ ხეების გარემოცვაში ცხოვრება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

მწვანე სამეზობლო შენს ჯანმრთელობას მრავალ ბენეფიტს ჰპირდება. ხეები და სხვა მცენარეები ატმოსფეროდან სიბინძურეს შთანთქავენ, ამცირებენ სტრესს და მენტალურ სიჯანსაღესაც განაპირობებენ.

Nature journal Scientific Reports-ის ახალი კვლევის მიხედვით, ხეებთან ახლოს ცხოვრება და უბრალოდ მათი ყურებაც კი თავს ჯანსაღად და 7 წლით უფრო ახალგაზრდად გაგრძნობინებს.

ფსიქოლოგებმა ტორონტოს სხვადასხვა უბნებში მცხოვრები მოსახლეობაზე შეაგროვეს ცნობები და მწვანე საფართან ახლოს მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა შეადარეს მათ მდგომარეობას, ვის სიახლოვესაც ხეები უფრო ნაკლებად იყო - იტყობინება ონტარიოს ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი.

გრძელვადიან კვლევაში მონაწილეობა 30 ათასმა ინდივიდუალმა მიიღო, მკვლევარები მოტივირებულნი იყვნენ გაეგოთ ადამიანებისგან, თუ როგორ აღიქვამდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.

მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის გარშემო სიმწვანე ჭარბობს, თავს ბევრად მეტად ჯანსაღად და პოზიტიურად გრძნობდნენ, ვიდრე ის ადამიანები, ვის გარშემოც ხეების სიხალვათე იყო. ამის გარდა, 10-ით მეტი ხის გვერდით ცხოვრება წელიწადში 10 ათას ორასი აშშ დოლარით მეტის გამომუშავების ექვივალენტია, ან თავს 7 წლით უფრო ახალგაზრდად ხედავ.

ასევე, ხის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებში გულის დაავადებები და მაღალი ქოლესტერინი არ შეინიშნება.