ძმებმა ცნობილაძეებმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს

ძმებმა, ვალერი და გრიგორი ცნობილაძეებმა, გასული წლის მსგავსად, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში თამაშზე კვლავ უარი განაცხადეს. 

ცნობილაძეები რუსული რაგბის კლუბების ღირსებას იცავენ. რაგბისტები რუსეთის ნაკრებში იმ პირობით მოიწვიეს, რომ აუცილებლად ითამაშებდნენ საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრაზე, რაზეც ძმებმა უარი განაცხადეს. 

შარშანდელ დაპირისპირებაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 36–10 დაამარცხა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მომდევნო მატჩამდე მხოლოდ 4 დღე დარჩა. შეხვედრა 14 მარტს, 17 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.