უფასო იურიდიული დახმარება სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას

დემოკრატ მესხთა კავშირს ახალი პროექტი აქვს, რის ფარგლებშიც ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას შესთავაზებს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამართლებრივი საკონსულტაციო ცენტრები ახალციხესა და ახალქალაქში. პროექტი ასევე ითვალისწინებს  ე.წ. "მინივენის" ტიპის ავტომობილით მომსახურებას, რომლის საშუალებითაც ორგანიზაცია იურიდიულ კონსულტაციას რეგიონის ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებს შესთავაზებს.

პროექტი რეგიონის მოსახლეობას სთავაზობს მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და სახელმწიფო ორგანოების უფლება-მოვალეობების შესახებ. შედეგად მოსახლეობას გაუადვილდება კონკრეტულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი უწყების მონახვა და საკუთარი უფლებების დაცვა.