ნიუ-იორკის სანაგვე ურნები როგორც Wi-Fi-ს წყარო

მზის ენერგიით დამუხტული სანაგვე ურნები ნიუ-იორკში მალე ახალ შესაძლებლობებს გამოავლენს. 

გამოუსადეგარი ნივთების და ნარჩენების გადამამუშავებელმა კომპანია Bigbelly-მ, რომელსაც ნიუ-იორკში ურნები აქვს განთავსებული, გადაწყვიტა ყუთები უფასო, უკაბელო ინტერნეტის მიღების წყაროდ აქციოს. 

კომპანიამ საცდელი პროექტი მანჰეტენის დაუნთაუნში შარშან ზამთარს დაიწყო და 170 სანაგვე ურნაში WiFi ჩაამონტაჟა. ექსპერიმენტმა გაამართლა - წამის განმავლობაში მომხმარებლები 50-75 მეგაბაიტს იყენებდნენ.

მობილური ნაგვის ურნები მოქალაქეებს მხოლოდ სოციალური ქსელების გამოყენებაში არ გამოადგებიან. ისინი ინფორმაციასაც გადასცემენ ქალაქში დანაგვიანებული ადგილების შესახებ.

მსოფლიოში ყველაზე ბევრი ცათამბჯენების ქალაქი მალე თავის მოქალაქეებს უფასო ინტერნეტით ყველა უბანში მოემსახურება. ნიუ-იორკის ქუჩებში Google-ც აპირებს უფასო უკაბელო ინტერნეტი გაუშვას. ამ კონცეფციაზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფები იმუშავებენ.