მშობლების სახეების დანახვით გამოწვეული პატარა გოგონას აღფრთოვანება

პატარა პაიპერს მხედველობის პრობლემები აქვს. გოგონას მუხლებზე ცოცვას ვერ ახერხებდა და ექიმების დიაგნოზით, ამის მიზეზი მისი შორსმხედველობა აღმოჩნდა.

მშობლებმა პაიპერს ახალი სათვალე უყიდეს, რომლითაც გოგონა თავის გარშემო ყველაფერს უკეთ დაინახავდა. ვიდეოში, რომელიც დედამ - ჯესიკა სინკლარმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ჩანს, რომ პატარა გოგონა სიხარულს ვერ მალავს მშობლების პირველად, გარკვევით დანახვის შემდეგ. ვიდეოს 18 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

"სათვალეების შეძენისას ძალიან ვჩქარობდით. მხოლოდ ის გავსინჯეთ, როგორ ეტეოდა. მოგვიანებით, სასადილოდ წავედით და რესტორანში ყოფნისას პაიპერს სათვალე გავუკეთეთ. ეს იყო მისი რეაქცია, როდესაც პირველად შეძლო ჩვენი სახეების დანახვა." - უთხრა ჯესიკამ ახალი ამბების სადგურს.