ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში წიგნის კუთხე გაიხსნა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სიახლეა. ამიერიდან ვიზიტორებს, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს ბუნების დასათვალიერებლად ესტუმრებიან, წიგნის კუთხე დახვდებათ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში წიგნის კუთხე გაიხსნება. პარკის სტუმრებს წიგნები როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე დახვდებათ.

უახლოეს მომავალში მსგავსი კუთხეების გახსნა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებსა და მტირალას ეროვნულ პარკშიც იგეგმება.