ახალი ქართული ლიმონათი "ხილიანი" ბაზარზე გამოჩნდა

ახალი ქართული ლიმონათი "ხილიანი" ბაზარზე გამოჩნდა. ამჟამად კომპანია 8 სახის ლიმონათს ამზადებს: მსხალი, ტარხუნა, სიტრო, მოხიტო, ლიმონი, ყურძენი, ლაიმა და ნაღები.

კომპანია "ქართულმა ლიმონათმა" "ხილიანის" დასამზადებლად ძველი ქართული ტექნოლოგიები აღადგინა. პროდუქტში არ იქნება  ბენზოატი და გენმოდიფიცირებული კონსერვანტები. 

წარმოებაში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და ამჟამად 150 ადამიანია დასაქმებული, "ქართულმა ლიმონათმა" ლიმონათის დასამზადებლად უკვე ჩაიბარა 400 ტონამდე ქართული პროდუქცია.

ლიმონათი "ხილიანი" უმეტესწილად ქართულ ბაზარზეა გათვლილი, თუმცა ამჟამად უკვე იწარმოება მოლაპარაკებები უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც "ქათული ლიმონათის" პროდუქციის ექსპორტი იგეგმება.