ტატუ, რომელიც ცხოვრებას აადვილებს

წერტილ-მძიმე წინადადებაში პაუზას აკეთებს, მაგრამ არ ამთავრებს მას. სწორედ ამიტომ Amy Bleue-მა თავისი კამპანიის სიმბოლოდ სწორედ ეს სასვენი ნიშანი აირჩია.

კამპანია მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობადობის გაზდას. მასში ჩართული ადამიანები წერტილ-მძიმის ფორმის ტატუს იხატავენ, რათა გვერდში დაუდგნენ მათ, ვისაც ეს პრობლება შეეხო.

Amy Bleue-მა მამა სუიციდის შედეგად 2003 წელს დაკარგა. ზუსტად 10 წლის თავზე, 2013 წელს, მან გადაწყვიტა კამპანია წამოეწყო და იმ ადამიანებს დადგომოდა გვერდში, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვთ.

"მე ეს კამპანია მამაჩემის საპატივსაცემოდ დავიწყე. ვფიქრობ, საჭიროა, ვისაუბროთ ფსიქიკურ დაავადებებსა და სუიციდზე. მინდა, ჩემმა პროექტმა -"წერტილ-მძიმე" გაამხნეოს ადამიანები, რათა არ დანებდნენ და ცხოვრება გააგრძელონ."

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ცნობით, ამერიკაში სუიციდი სიკვდილის გამომწვევ მიმზეზებს შორის მეათე ადგილს იკავებს. 2013 წელს სუიციდის 41,149 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამჟამად კამპანიაში მრავალი ადამიანია ჩართული. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც ტვიტერის მომხმარებლებმა აქციის ფარგლებში ატვირთეს.