კანაბისის აგურით აშენებული სახლი ცეცხლგამძლეა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტენდენციაა, იქ სახლებს კანაბისისგან შექმნილი აგურისგან აშენებენ. კანაბისისგან შექმნილი აგური, რომელსაც ჰემფქრითს უწოდებენ, კანაბისის, წყლისა და კირის ნაზავს წარმოადგენს. ამ აგურის მეშვეობით შესაძლებელია, აშენდეს ეკოლოგიურად უსაფრთხო, ნესტისა და ცეცხლის მიმართ მდგრადი სახლები.

აღსანიშნავია, რომ კანაბისი, რომელიც ჰემფქრითის საწარმოებლად მოჰყავთ, მხოლოდ 0.3% ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს, მაშინ როდესაც ჰალუცინოგენში მისი შემცველობა 5-10 %-ს აღწევს.

ამერიკელები წლების განმავლობაში სამშენებლო მასალის იმპორტს კანადიდან ეწეოდნენ, რადგან მათ ქვეყანაში მცენარის მოყვანა არ იყო ლეგალური. თუმცა მშენებლები მალე შეძლებენ ამერიკაში გაზდილი კანაფისგან დაამზადონ აგური. ჯერჯერობით მხოლოდ 20-მა შტატმა გადალახა ბარიერი და კანაბისის მოყვანა დააკანონა. თუკი კონგრესი მიიღებს საწარმოო კანაბისის მოშენების დადგენილებას, ამერიკელები შეძლებენ მასალის უფრო ფართო მაშტაბებით გამოყენებას.
Hempcrete