Placebo-ს მადლობა ქართველ ფანებს

7 ივლისს Open Air-ზე გამართული კონცერტის შემდეგ ჯგუფმა Placebo-მ ქართველ თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა.

"კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ღამე გვქონდა, განსაკუთრებული მადლობა ყველა ჩვენს თაყვანისმცემელს თბილისში. მადლობა საქართველოს იმისთვის, რომ მოგვცა ამდენი სიყვარული და პოზიტიური ენერგია. მართლაც, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ!!!" - წერს ჯგუფი Placebo ფეისბუქის ოფიცილურ გვერდზე.

თბილისში გამართული Placebo-ს კონცერტი საქველმოქმედო იყო. ჯგუფმა თავისი ჰონორარი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადარიცხა.