პოლონეთმა დანერგა წყლის მილების სისტემა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს

კომპანია Lucid Energy-მ დანერგა ტექნოლოგია, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ქალაქის მილებში გამდინარე წყლისგან. პატარა ტურბინები, რომელებიც მილებშია დამონტაჟებული, გამდინარე წყლისგან შეგროვებულ ენერგიას გენერატორში აგზავნის.

"ძალიან რთული საპოვნელია ისეთი ენერგიის წყარო, რომელიც გარემოს ზიანს არ მიაყენებს. ამ ტექნოლოგიის მილის შიგნით მდებარეობა კი უზრუნველყოფს  გარემოს უსაფრთხოებას."- განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა  გრეგ სემლერმა. 

მსგავსი პროექტი უკვე არსებობს კალიფორნიაში, სადაც მიღებულ ენერგიას ღამით ქუჩის გასანათებლად იყენებენ. 

Lucid Energy-მ ენერგიის გამომამუშავებელი  მილების გამოყენება პოლონეთშიც დაიწყო. ამ მეთოდის შედეგად გამომუშავებულ ენერგიას  პოლონელები იყენებენ იმისთვის, რათა გაანათონ სხვადასხვა საზოგადოებრივი ადგილი ქალაქში. ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ბევრი სხვა ელექტროენერგიის გამოსამუშავებელი საშუალება, რადგანაც მილებს შეუძლიათ გამოიმუშაონ ენერგია 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, ნებისმიერ ამინდში.

მილებს შეუძლიათ ისეთი ინდიკატორების აღქმა, როგორიცაა წნევა, რომელიც არის წამყვანი ინდიკატორი, ამის შედეგად შესაძლებელია იქამდე გავიგოთ, ხომ არ გასდის მილს, სანამ ის გასკდება  და წყალი დაიღვრება. ასე რომ, ამ ტექნოლოგიის  შედეგად მივიღეთ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, ინფრასტრუქტურის ზუსტად მართვას. მილის სენსორებს ასევე შეუძლიათ  შეამოწმონ წყლის ხარისხი და განსაზღვრონ რამდენად უსაფრთხოა იგი დასალევად.

ტექნოლოგია  განსაკუთრებით სასარგებლოა ქალაქგარეთ, ისეთ ადგილებში გამოსაყენებლად, რომლებიც დაშორებულია ცენტრალური ენერგიის მმართველი ბადიდან.