ჯონი დეპი ავსტრალიაში ბავშვთა საავადმყოფოს ჯეკ სფეროუს ფორმით ესტუმრა

"კარიბის ზღვის მეკობრეების" ვარსკვლავმა ბავშებს მოულოდნელი ვიზიტით სიხარული მოჰგვარა.

მსახიობი ავსტრალიაშია, ის ფილმის ბოლო სერიაზე მუშაობს და გადაწყვიტა თავისუფალ დროს ბავშვთა საავადმყოფოში მისულიყო. მხიარული კაპიტანის ჯეკ სფეროუს ფორმაში გამოწყობილმა დეპმა, ბრიბეინის "ლედი კილენტოს ბავშვთა საავადმყოფოს" პატარა პაციენტები 8 ივლისს მოინახულა.

52 წლის მსახიობი ბავშვებთან 2 საათის განმავლობაში საუბრობდა და ართობდა მათ. საავადმყოფოში ყოფნისას დეპმა და ბავშებმა 30 წუთიან გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა და სურათებიც გადაიღეს.

ეს არაა პირველი შემთხვევა, რაც დეპი ბავშვებთან მოულოდნელად მიდის სტუმრად. როდესაც მისმა ქალიშვილმა ლილი როუზმა 2007 წელს ფილტვის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, მსახიობმა 9 დღე გაატარა საავადმყოფოში, ამის შემდეგ კი, მსახიობმა საავადმყოფოს 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესწირა და 2 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ესტუმრა ჯეკ სფეროუს ფორმით.

ჯონი დეპი ბოლო 5 თვის განმავლობაში კარბის ზღვის მეკობრეების ახალ სერიაზე Pirates of Caribbean 5: Dead Men Tell No Tales მუშაობდა. ფილმი 2017 წლის 7 ივლისს გამოვა.