Volvo-ს ბავშის სავარძლის ახალი კონცეფცია ოჯახურ მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის

მანქანის მწარმოებელი კომპანიები მგზავრებს ახალ-ახალ შესაძლებლობებს სთავაზობენ, რომ ბავშვთან ერთად მგზავრობა კომფორტული და უსაფრთხო გახდეს. ამ შემთხვევაში შვედური კომპანია Volvo სხვებზე შორს წავიდა და ბავშვებისთვის ახალი სავარძლის კოცეფცია შექმნა, სახელწოდებით Excellence Child Seat Concept.

დიზაინზე Volvo-ს კრეატიული ჯგუფი მუშაობდა. ახალ მანქანაში, რომელიც Volvo 2016 XC90-ის შეცვლილი ვერსიაა, მძღოლის გვერდით მგზავრის სკამი გაუქმებულია და იქ ბავშვის სავარძელია დამონტაჟებული.

ჯგუფის წევრის ტიშა ჯონსონის თქმით, დიზაინერები დიდი ხანი მუშაობდნენ მშობლებისთვის ბავშვის სავარძლის მდებარეობის გამოცდილების გაუმჯობესებაზე.

"ფოკუსირებული ვიყავით შემდეგ ბენეფისებზე: მარტივი გაგვეხადა მანქანაში ბავშვის სავარძლის მოთავსება და მისი იქედან ამოღება; ბავშვის ახალი მდებარეობა პატარასთვის ემოციურად უფრო სასიამოვნო გაგვეხადა. მგზავრობის განმავლობაში მას შეუძლია დედასთან თვალის კონტაქტი ჰქონდეს; ასევე, სავარძელზე გამოგვეყო სივრცე და სხვადასხვა ფორმის სათავსოები ბავშის ნივთებისთვის, როგორიცაა პამპერსი, ბოთლები, სველი ხელსახოცები და ა.შ." - აღნიშნავს დიზაინერი.

ახალი დიზაინის სავარძლები საშუალებას აძლევს მშობელს ბავშვის სავარძელი საათის ისრის მოძრაობით დაატრიალოს, რაც ბავშვის მანქანაში მისთვის განკუთვნილ სავარძელში მოთავსების პროცესს უფრო მარტივს და მოსახერხებელს ხდის.

The Excellence Child Seat Concept ასევე უზრუნველყოფს ბავშვის სავარძლის უკან გადახრას, რაც პატარას მგზავრობისას მშვიდი ძილის საშუალებას მისცემს.