Wellcome Trust–ის საუკეთესო სამეცნიერო ფოტოები გამოვლინდა

Wellcome Image Awards-მა 2015 წლის გამარჯვებული სურათები გამოაცხადა. ეს ნამუშევრები ყველაზე შთამბეჭდავ სამეცნიერო ფოტოებს წარმოადგენს და სულ სხვადასხვა ობიექტებს ასახავს: მწერის თვალიდან – კატის ენამდე, გამრუდებული ხერხემლიდან –გრძელცხვირა ხოჭომდე. 

ფოტო, რომელიც სტატიას უძღვის, ელექტრონული სკანირებისას გადაღებულ გრძელცხვირა ხოჭოს წარმოადგენს. 

"მეცნიერება სურათების სუნთქვისშემკვრელ მრავალფეროვნებას წარმოშობს, ეს სურათები ძალიან მნიშვნელოვანია ამბის გადმოსაცემად და აბსტრაქტული ცნებების გასაგებად," აღნიშნავს მეცნიერი ადამ რათერფორდი. "ეს არ ისახავს მიზნად უმცირესის დაფიქსირებას. ეს არის ხელოვნების ქვაკუთხედის – სიცოცხლის, სიკვდილის, სქესის და ავადმყოფობის გაგების მცდელობა. ყველაფერ ამას, და კიდევ უფრო მეტსაც, ნახავთ Wellcome Image Awards–ის გამარჯვებულ ფოტოებში.

ბუზის თვალი

ახლადაღმოჩენილი პარაზიტული კრაზანა

კიფოზით (ხერხემლის გამრუდება) დაავადებული მოხუცი ქალი

ქიმიური რეაქციები თირკმელში

კატის ენის განივი განაკვეთი

ყვავილის მტვრის ნაწილაკები

პურკინიეს უჯრედი და დენდრიტი

დროზოფილას ნერვული სისტემა

თხის კუჭის სეგმენტი

იმუნიტეტის ბუნებრივი მკვლელი უჯრედები

თაგვის ტვინი

ჰატერიას ჩონჩხი

მცენარის რეპროდუქციული სისტემა

მკერდის კიბოს მკურნალობა

დანიო რერიოს ემბრიონი

ზღვის მინიატურული ორგანიზმი

C ვიტამინის კრისტალი

შროშანის კვირტი