ჰავაის შტატში ცელოფნის პარკების მოხმარება აიკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ჰავაიში ცელოფნის პარკების მოხმარება აიკრძალა.

ჰავაი არის პირველი შტატი, სადაც ეს აკრძალვა დაწესდა. თუმცა, გამონაკლისის სახით, კვლავ დასაშვებია ხილის, ბოსტნეულის, ხორცისა და თევზის პარკები. მოვაჭრეები, რომლებიც კანონს დაარღვევენ, დაჯარიმდებიან დღეში 100$-დან 1 000$-მდე.

მთავრობა მოუწოდებს ადგილობრივ  ბიზნესს, შესთავაზოს მომხმარებელს ალტერნატიული, გარემოსთვის უსაფრთხო, ჩანთები.