ახალი გამოგონება გამაფრთხილებელ ნიშნებს ველოსიპედისტის ზურგზე აჩვენებს

ახალი მოწყობილება, რომელიც ველოსიპედის სკამის უკან დამონტაჟებული პროჟექტორით ველოსიპედისტის ზურგს გამაფრთხილებელ ნიშნებს მიანათებს, სხვადასხვა ტრანსპორტით მოსიარულეებს შორის ურთიერთობას უფრო მარტივს და უსაფრთხოს გახდის.

გამოგონება აზერბაიჯანელ დიზაინერს ელნურ ბაბაიევს ეკუთვნის. მოძრავი ველოსიპედი გამოხატავს სხვადასხვა ნიშანს, რომელიც ველოსიპედისტის მანევრირებებზეა დამოკიდებული. 

ნიშნების ცვლილება და მოდიფიცირება შესაძლებელია მობილურის აპლიკაციიდანაც, რომელიც პროჟექტორთან ტრანსფორმირდება, ის კი თავის მხრივ ველოსიპედისტის ზურგზე გამაფრთხილებელ ნიშნებს მიაშუქებს.

ინოვაციურ გამოგონებას წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, რადგან ის უამრავ სამგზავრო ინციდენტს აიცილებს თავიდან.