თბილისში ახალი მხატვრული განათებები დამონტაჟდა

"სინათლის ქალაქი" თბილისში ახალ მხატვრულ განათებებს ამონტაჟებს. ამ დროისთვის თბილისში 330 ობიექტი ოლიმპიადის ფერებშია განათებული.

განათებები დამონტაჟებულია მეტეხის, გალაკტიონისა და მშრალ ხიდებზე და ბარათაშვილის ხიდის პანდუსზე. განათებულია თავისუფლების მოედანზე არსებული წმინდა გიორგის მონუმენტიც, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული რამდენიმე კლდე.

"სინათლის ქალაქის" დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით, 2015 წლის ოლიმპიადის დაწყებამდე "სინათლის ქალაქი" კიდევ რამდენიმე ობიექტს გაანათებს, მათ შორისაა ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მდებარე ხიდი და კახეთის გზატკეცილზე მდებარე გზაგამყოფი. ობიექტებზე მხატვრული მინათებები ოლიმპიადის მერეც დარჩება.

ღამით სეირნობაზე შეყვარებულთათვის, თბილისი კიდევ უფრო მიმზიდველი ქალაქი გახდება.

წყარო: ბაზმედია.