ქობულეთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ახალი პროექტი, ქობულეთში თხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების შესახებ, მთავრობამ პროგრამის "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში დაამტკიცა.

პროექტი 850 ათასი ლარის ინვესტიციას გულისხმობს. საწარმოში 60-მდე ადამიანი დასაქმდება.

5 ათასი ტონა თხილის გადამუშავება წელიწადში 831,672 ლარის ინვესტიციაა.

"აწარმოე საქართველოში" მიზნად ისახავს საქართველოში ახალი ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნას. პრიორიტეტი ენიჭება ისეთი პროდუქტების წარმოებას, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი აქვს.