Adidas-მა ოკეანიდან ამოღებული ნარჩენები გადაამუშავა და ახალი სპორტული ფეხსაცმელი შექმნა

2015 წლის მაისის ბოლოს ოკეანეების პლასტმასისგან გაწმენდა დაიწყო. 

"ოკეანის დასუფთავება" - ამ სახელწოდებით ჰოლანდიელმა ბოიან სლატმა საინიციატივო ჯგუფი შექმნა, რომელიც პირველ ეტაპზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის არსებულ ოკეანის ფართობს პლასტიკური ნარჩენებისგან გაწმენდდა. სისტემა 1.8 კმ სიგანის მანძილზე "იჭერს" მსგავს პროდუქტს, რაც მას ძალიან ეფექტურს ხდის.

Adidas-ს ოკეანიდან ამოღებული პლასტიკური ნარჩენებისთვის სარგებლობის მინიჭების იდეა დაებადა და მათი პროდუქციაში ჩაშვება გადაწყვიტა. გადამუშავებულმა ნედლეულმა ახალი სიცოცხლე გერმანული გიგანტური ფეხსაცმელმწარმოებელი კომპანიის სპორტულ ფეხსაცმელში იპოვა.

Adidas-ის ახალი სპორტული ფეხსაცმელი თითქმის მთლიანად ნარჩენებისგანაა შექმნილი. მდგრადი მასალები მის ძირს აერთიანებს, ხოლო ზედაპირზე არალეგალური თევზსაჭერი დაწნული ბადე და სხვა გადამუშავებული პლასტიკური ნედლეულია გადაკრული.

Adidas მიიჩნევს რომ დედამიწის მარაგის გაფრთხილებისთვის, მნიშვნელოვანია ერთხელ გამოყენებული პროდუქციისთვის სარგებლობის ხელმეორედ მინიჭება. ამის საუკეთესო მაგალითია ეს ლამაზი სპორტული ფეხსაცმელი.