ამერიკას და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობა აღდგა

ამერიკის შეერთებული შტატებმა და კუბის რესპუბლიკამ ოფიციალურად გააფორმეს შეთანხმება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ. 54 წლიანი პაუზის შემდეგ, 20 ივლისს აშშ-სა და კუბაში საელჩოები გაიხსნება.

"პროგრესი, რომელიც დღეს აღვნიშნეთ, იმის დემონსტრაციაა, რომ ჩვენ წარსულის გისოსებში არ ვართ გამომწყვდეულნი. როდესაც რაღაც არ გამოდის, ჩვენ შეგვიძლია სიტუაციის გამოსწორება." - განაცხადა ობამამ თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 1960-იან წლებში შეწყდა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბასთან კავშირი გაწყვიტა და ემბარგო დაუწესა კომუნისტების მიერ მართულ კუნძულს. 2014 წლის დეკემბერში ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. 2015 წლის მაისში კი, ამერიკამ კუბა ამოიღო ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორების სიიდან.

ოფიციალური შეთანხმება ქვეყნების პრეზიდენტებს, ბარაკ ობამას და რაულ კასტროს შორის წერილობით მოხდა. ჯონ კერი პირველი იქნება აშშ-ს სახელმწიფო მდივნებს შორის, ვინც ბოლო 70 წლის განმავლობაში კუბას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება.