საბერძნეთის დასახმარებლად Indiegogo-ს ერთმა კამპანიამ 3 დღეში მილიონ ევრომდე შეაგროვა

საბერძნეთს ფინანსური კრიზისი აქვს. ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა ვალების გადახდას ვერ ახერხებს და დახმარებას ითხოვს.

მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი ცდილობს საბერძნეთს დაეხმაროს. მათ შორის ყველაზე პოპულარული ინგლისელი ტომ ფინის კამპანიაა, რომელმაც საერთაშორისო შემოწირულობის საიტ Indiegogo-ზე ანგარიში გახსნა საბერძნეთის დასახმარებლად, სახელწოდებით: "დახმარება მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი საბერძნეთისთვის".

კამპანია კვირას, 28 ივნისს დარეგისტრირდა და 3 დღეში თითქმის მილიონი ევრო შეგროვდა. ამ წუთებისთვის 53,229-მა ადამიანმა საბერძნეთის დასახმარებლად 911,815 ევრო გაიღო.

"ქველმოქმედება რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ საბერძნეთს, საზოგადოებისგან საზოგადოებას" - წერს ტომი. მისი მიზანია 30 დღეში მილიარდ ექვსასი მილიონი ევროს მიაღწიოს. შეგროვების შემთხვევაში, თანხა საბერძნეთის ამ ეტაპისზე გადასახდელი ვალის 90%-ზე მეტს დაფარავს, თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარია დრო. 2 ივლისს, თბილისის დროით ღამის 2 საათზე, ათენმა ერთ-ერთ კრედიტორს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,8 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს.

სანამ საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი კრედიტორებს მოუწოდებს მის ქვეყანას ორწლიან დახმარებაზე დასთანხმდნენ, მსოფლიოს საზოგადოება ბერძენი ხალხისთვისაა გაერთიანებული. დონორების სიმრავლის გამო, Greek Bailout Fund-ის გვერდზე შესვლა დროებით გადატვირთულიც იყო, თუმცა საიტი საბოლოოდ გასწორდა.

თომ ფინი; Greek Bailout Fund კამპანიის ავტორი