გუშინ ღამით თბილისის ცაზე ვენერა და იუპიტერი ერთად გამოჩნდნენ

ფოტო © Dakota Icelandic

გუშინ ცაზე მზის სისტემის ორი პლანეტა ერთად გამოჩნდა. ვენერას და იუპიტერის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელი იყო. სურათები თბილისის ერთ-ერთი უბნიდან Sony Xperia™ smartphone-ითაა გადაღებული.

24 წლის განმავლობაში ეს ამ პლანეტების ყველაზე მცირე დისტანციით განლაგებაა. მიუხედავად იმისა, რომ ვენერა და იუპიტერი მილიონობით კილომეტრით არიან დაშორებულები, 30 ივნისს ცაზე ისინი გვერდიგვერდ ჩანდნენ. 

მოვლენას მსოფლიოს უამრავი კუთხიდან ადევნებდნენ თვალს.

ტასმანიის ასტრონომიის ასოციაციის წევრის სტივ ჰარვმა აღნიშნა, რომ პლანეტების სიახლოვე მსოფლიოს იმ კუთხიდან გამოჩნდებოდა, სადაც ატმოსფერო სუფთაა. "ამ ორი პლანეტიდან ვენერა უფრო კაშკაშაა, მის ზემოთ, შედარებით მცირე ზომის პლანეტა კი იუპიტერია," - დასძენს ის.