თინეიჯერმა გოგონამ ვარსკვლავისთვის BET Awards-ზე გამოსასვლელი კაბის დიზაინი შექმნა

ალბათ ყველას გახსოვთ კეიმა მაკენტაირი, გოგონა, რომელიც საკუთარი შექმნილი კაბის წყალობით გამოსაშვები საღამოს დედოფალი გახდა. 18 წლის ულამაზესი ნიუ-ჯერსელი გოგონა მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც სოციალურ ქსელებში სკოლის გამოსაშვებ საღამოზე წარსადგენი, აფრიკული კულტურის მოტივებზე საკუთარი დიზაინით შექმნილი კაბის სურათები გამოაქყვეყნა.

ამერიკელმა რეპერმა, კომპოზიტორმა და მსახიობმა ნეტური ნაუთონმა თინეიჯერ გოგონას BET Awards-ისთვის ანალოგიური კაბის დიზაინის შექმნა სთხოვა. BET Awards აფროამერიკელი მოსიკოსები, მსახიობებისთვის და სპორტსმენებისთვისაა, რომელიც დაჯილდოვების საღამოებს 2001 წლიდან ყოველ წელს მართავს.

ნაუთონი 28 ივნისს, წითელ ხალიჩაზე კეიმას შექმნილი მანდარინისფერი კაბით წარსდგა, რომელიც წითელი, ყვითელი და მწვანე ორნამენტებით იყო გაფორმებული. აფროამერიკელმა ხელოვანმა, რომელსაც კაბის ფერები ზუსტად ეხამებოდა, გადაწყვიტა მარტივი აქსესუარებით წარდგენილიყო, რათა აუდიტორიის მთელი ყურადღება კაბისთვის მიეპყრო.

კეიმას და ნაუთონს დაბადების ადგილიც აერთიანებთ. 18 წლის დიზაინერმა მომღერალს მადლობა საკუთარი ინსტაგრამიდანაც გადაუხადა.

თინეიჯერი გოგონას სოციალური ქსელიდან ვიგებთ, რომ ის შემოდგომიდან პარსონსის დიზაინის სკოლაში იწყებს სწავლას, რომლის გადასახადსაც საერთაშორისო შემოწირულობის საიტ Gofundme.com-იდან აგროვებს.