თბილისის აღსადგენად Indiegogo-ს ერთმა კამპანიამ $38,882 შეაგროვა

Help Tbilisi Recover from Flooding საერთაშორისო შემოწირულობის საიტ Indiegogo.com-ზე განთავსებული კამპანიაა, რომელიც მაკა მეშველიანს ეკუთვნის. 

პროექტი ინგლისურ ენაზეა და უცხოელ დონორებს თბილისის მდგომარეობაზე ინფორმაციას აწვდის. კამპანიის მიზანი $10,000-ის შეგროვება იყო, თუმცა მან 15 დღეში სასურველი თანხის 389% - $38,882 შეაგროვა. კამპანიას უკვე 779 დონორი ჰყავს.

"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! თბილისის მოქალაქეები თქვენი უსაზღვროდ მადლიერები არიან!" - წერს მაკა კამპანიის გვერდზე.

კამპანია კიდევ 16 დღით გაგრძელდება, რაც სავარაუდოდ, თბილისის აღსადგენად შემოწირული თანხის ზრდას განაპირობებს.

Indiegogo-ზე თბილისის ზოოპარკსაც ეხმარებიან. კამპანია დირექტორის ასისტენტ ხატია ბასილაშვილს ეკუთვნის, სახელწოდებით Support Tbilisi Zoo recovery და გამოხმაურებულ დონორებს პოზიტიურ საჩუქრებს პირდება.