დედა ენოტი მოთმინებით ასწავლის შვილს ხეზე აცოცებას

ვაშინგტონის შტატის ქალაქ პორტ ტაუნსენდში, ფოტოგრაფმა ჯეფრი რეიდმა გადაიღო ვიდეო, თუ როგორი მოთმინებით ასწავლის დედა ენოტი თავის ლეკვს ხეზე აცოცებას.

როგორც ყველა დედამ, ამ ენოტმაც იცის, რომ თავის შვილს ყველაფერი დიდი მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ასწავლოს. ჯერ თვითონ აჩვენოს, და მერე მას დაეხმაროს პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

უამრავი მცდელობის შემდეგ, პატარა ენოტი ხვდება, თუ რის გაკეთებას ითხოვს დედა მისგან და ხეზე აბობღებას დამოუკიდებლად იწყებს.

დედა-შვილის მომენტი პირველად ფოტოგრაფის მამამ, მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა, ჯეფრი სიეტლიდან არის და მშობლებთან სტუმრად იმყოფებოდა. ფოტოგრაფი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.