სააგენტოს შესახებ

თანამედროვე ადამიანი მუდმივად "იბომბება" ინფორმაციით. ტელევიზია, ინტერნეტი, რადიო, პრესა, სახლში, ქუჩაში, სამსახურში, ტრანსპორტში და საპირფარეშოშიც კი ახალი ამბების და "სასქროლი" მასალის უწყვეტ ნაკადს გვთავაზობს. ამ ყველაფრისთვის თავის არიდება კი არც მარტივია და არც მაინცდამაინც სასურველი.

ყველამ იცის, რომ ცუდი ამბავი ბევრად უფრო კარგად "იყიდება", ვიდრე — კარგი. კატასტროფები, კრიმინალის ქრონიკა და მსხვილი ხედით ნაჩვენები მიცვალებული, ყოველდღიური ნიუსების სტანდარტად იქცა. ადამიანსაც ბუნებრივად აქვს მძაფრი შეგრძნების მოთხოვნილება. თუმცა, ჩვენს მიერ მიღებული და გადამუშავებული ინფორმაცია, იმაზე მეტ გავლენას ახდენს ჩვენზე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით გვგონია.

გუდნიუსის რედაქციას გვჯერა, რომ დადებითი, კეთილი და მისაბაძი ამბებით ყოველდღიური დამუხტვა, აუცილებლად ახდენს გავლენას ჩვენს ხასიათზე, განწყობაზე, შეფასებებზე და საბოლოოდ — ჩვენს მომავალზეც. კარგი ამბების წაკითხვით ვახსენებთ საკუთარ თავს, რომ სამყაროში ცუდთან ერთად, ბევრად მეტი კარგიც ხდება. და რომ ხანდახან ცხოვრებისგან პოზიტივის მისაღებად, იგივეს გაცემა და საკუთარი თავის გარშემოც იგივეს შემოკრებაა საჭირო.

GOODNEWS.GE ყოველ სამუშაო დღეს ამ მარტივი მისიით იწყებს. ჩვენ ვაგროვებთ კარგ ამბებს მთელი მსოფლიოდან, ყოველი კუთხიდან და გაწვდით ერთგულ მომხმარებლებს, რათა ერთად შევქმნათ პატარა კუნძული ქართულ ინტერნეტში, სადაც მხოლოდ კარგი ხდება.

იკითხეთ და გაავრცელეთ კარგი ამბები ჩვენთან ერთად!

P.S. კარგი ამბების ავტომატურად მიღების იდეალური გზა ჩვენი ფეისბუქ-გვერდის გამოწერაა. შემოგვიერთდით!

--

ვებსაიტზე ვრცელდება On.ge-ს საერთო სამომხმარებლო შეთანხმება, პირადი ინფორმაციის პოლიტიკა და მასალების გამოყენების პირობები.